თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის საგაზაფხულო კონფერენციაზე განაცხადა. წერს BBC.
ჯონსონის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი გადაწყვიტა იმის გამო, რომ ეშინოდა მეზობლად ჰყოლოდა თავისუფალი, დემოკრატიული ერი.
„პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე, თუ შეჭრა მისი გზით გაგრძელდება, თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში – ეს იქნება დაშინების ახალი ეპოქის დასაწყისი მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიიდან შავ ზღვამდე“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს